Monday, September 29, 2008

განცხადება

საომარი ვითარების გამო გადადებული მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართება ოქტომბრის თვეში, რის შესახებაც დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდით მოგვიანებით.

Saturday, September 20, 2008

დუშეთის კონფერენცია

19 სექტემბერს დუშეთში გაიმართა მცხეთა-მთიანეთის მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია. კონფერენციამ გამოავლინა ამ ტურში გამარჯვებული გაკვეთილი. იხილეთ შეფასების ოქმი

Wednesday, July 30, 2008

გორის კონფერენცია

28-29 ივლისს გაიმართა შიდა ქართლის რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონის სკოლების მასწავლებლები. სკოლის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ გამოავლინა ამ ტურში გამარჯვებული და ნაციონალურ კონფერენციაში მონაწილე გაკვეთილებისა და ავტორების ვინაობა. იხილეთ შეფასების ოქმი

Monday, July 28, 2008

ბათუმის კონფერენცია

27 ივლისს ბათუმში გაიმართა აჭარის რეგიონის მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია. კონფერენციამ გამოავლინა ამ ტურში გამარჯვებული გაკვეთილი. იხლეთ შეფასებს ოქმი.

Saturday, July 26, 2008

ოზურგეთის კონფერენცია

25 ივლისს ოზურგეთში გაიმართა გურიის რეგიონის მასწავლებელთა რეგიონალური კონფერენცია. კონფერენციამ გამოავლინა ამ ტურში გამარჯვებული გაკვეთილი. იხილეთ შეფასებს ოქმი.

Friday, July 25, 2008

ქუთაისის კონფერენცია

21-24 ივლისს ქალაქ ქუთაისში გაიმართა მასწავლებელთა 2008 წლის კონფერენციის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სესია. სკოლის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ გამოავლინა ამ ტურში გამარჯვებული და ნაციონალურ კონფერენციაში მონაწილე გაკვეთილებისა და ავტორების ვინაობა. იხილეთ შეფასების ოქმები: პირველი სესია, მეორე სესია.

Wednesday, July 23, 2008

შიდა ქართლის რეგიონალური კონფერენცია

28-29 ივლისს ქალაქ გორში გაიმართება მასწავლებელთა 2008 წლის კონფერენციის შიდა ქართლის სესია. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოხდა განაცხადების რეგიონების მიხედვით სისტემატიზება და წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების კონკურსის დადგენილ პირობებთან ( დანართი 1) შესაბამისობის მიხედვით გადარჩევა. წარმოგიდგენთ საპრეზენტაციო ეტაპისთვის გადარჩეულ გაკვეთილის გეგმებს და მათი წარდგენის თანმიმდევრობას.

ეს გეგმები აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს (გაკვეთილი დაგეგმილია და ორგანიზებულია მინიმუმ ორი, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებლის მიერ, გამოქვეყნებულია საგანმანათლებლო პორტალ ge.lemill.net-ზე... (იხ. საკონკურსო პირობები - დანართი 1). კონკურსზე დაშვებული საგაკვეთილო გეგმების საფუძველზე 29 ივლისს გაიმართება შიდა ქართლის მასწავლებლების კონფერენცია, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საშუალება 10 წთ. განმავლობაში მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირება.

28 ივლისს გაიმართება საკონკურსო კომისიის შიდა ქართლის ჯგუფთან შეხვედრა, სადაც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა ქართლის სკოლებიდან საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილმა პირებმა (იხ. კომისიის წევრები). შეხვედრაზე მოხდება შეფასების ფორმის გაცნობა. ამავე დღეს იქნება შეხვედრა მონაწილე პედაგოგებთან, რომლებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი მასწავლებელთა საგნობრივი ქსელების ფარგლებში.


დანართი 1. კონკურსის პირობები:
• განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
• გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
• წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
• მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net

დანართი 2. შეფასების კრიტერიუმები:
• ინტერდისციპლინარულობის ხარისხი
• ICT ინტეგრირების ხარისხი
• მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში;
• დაგეგმილი აქტივობებით დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა;
• შემოთავაზებული საგაკვეთილო სქემის პუნქტებთან წარმოდგენილი გეგმის შესაბამისობა;
• სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენების ხარისხი;
• საგაკვეთილო გეგმის პრეზენტაცია შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, რაც განისაზღვრება შინაარსის თანმიმდევრულობითა და რეგლამენტის დაცვით გაკვეთილები