Friday, May 30, 2008

მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენცია


მასწავლებელთა საგნობრივი ქსელები
2008 წლის საზაფხულო ფორუმი

ორგანიზატორები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი“, სსიპ "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი".

ფორუმის მიზანს წარმოადგენს:

  • სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, შესაბამისი ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობის გზით;
  • ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა;
  • მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
  • ახალი ტექნოლოგიური რესურსების გაცნობა;
  • საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ინსტრუმენტების გაცნობა.
ფორუმი გაიმართება ორ სამუშაო სესიად: სწავლების დაწყებითი და საბაზო-საშუალო საფეხურების შესაბამისად.

მონაწილეები:
საქართველოს სკოლების მასწავლებლები

საგაკვეთილო გეგმების კონკურსი
პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სკოლამ უნდა წარადგინოს ერთი წარმომადგენელი შეფასების კომისიაში (იხ. განაცხადის ფორმა);
  • განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
  • გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
  • წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
  • მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს "საგაკვეთილო გეგმის" ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
  • კონკურსისთვის წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
ნომინაციები:

ნომინაცია

პრიზი

გრან-პრი საუკეთესო გაკვეთილი (დაწყებითი სკოლა)

ნოუთბუკი

გრან-პრი საუკეთესო გაკვეთილი (საბაზო-საშუალო სკოლა)

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა უცხოურ ენებში

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა მათემატიკაში

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა საბუნებისმეტყველო საგნებში

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა საზოგადეობრივ მეცნიერებებში

ნოუთბუკი

საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა ესთეტიკურ, შრომით სფეროში და ფიზ. აღზრდაში

ნოუთბუკი

გრან-პრი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო მაგალითი

ნოუთბუკი

აქტიური სკოლა - ყველაზე მეტი წარმოდგენილი ხარისხიანი საგაკვეთილო გეგმა

ნოუთბუკი

აქტიური მასწავლებელი - ყველაზე მეტი წარმოდგენილი ხარისხიანი საგაკვეთილო გეგმა

ნოუთბუკი

ყველა მონაწილეს

სერტიფიკატი


შეფასების სისტემა

კომისია შედგება ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი ექსპერტებისა (საერთო ქულების 50%) და კონკურსში მონაწილე სკოლის თითო წარმომადგენლისაგან (საერთო ქულების 50%)

კომისია აფასებს ნომინაციების შესაბამისად, წინასწარ შეთანხმებული ინდიკატორებით, რომლების შემუშავებაშიც მონაწილეობენ და კონსულტაციების საფუძველზე ამტკიცებენ ორგანიზატორები.

შეფასების კრიტერიუმები:
  • ინტერდისციპლინარული;
  • ICT ინტეგრირებული;
  • მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში;
  • შემოთავაზებული საგაკვეთილო სქემის პუნქტებთან წარმოდგენილი გეგმის შესაბამისობა;
  • დაგეგმილი აქტივობებით დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა;
  • სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენების ხარისხი;
  • თითო ქულით ფასდება მასწავლებლების მიერ შექმნილი და საგანმანათლებლო პორტალზე (ge.lemill.net) განთავსებული თითოეული ელექტრონული სასწავლო რესურსი.

შეფასება:

  1. საგაკვეთილო გეგმები ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეგზავნებათ ექსპერტებს და სკოლის წარმომადგენლებს; საჭიროების შემთხვევაში გადაეცემათ კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი
  2. გაკვეთილის სხვა მასალები შეფასების კომისიის წევრებმა და სკოლის წარმომადგენლებმა უნდა ნახონ სასწავლო მასალების ინტერნეტ საცავზე; ამ მასალების კოლექციის ბმული ეგზავნებათ ელ-ფოსტით
  3. სპეციალური ვებ აპლიკაციის საშუალებით შემფასებლები უწერენ ქულებს, რომლებიც ჯამდება.
  4. სკოლის წარმომადგენლები საკუთარი სკოლის პედაგოგების მიერ წარმოდგენილი მასალების შეფასებაში არ მონაწილეობენ
საკონკურსო დოკუმენტაცია
ინტერნეტში ge.lemill.net -ზე გამოსაქვეყნებელი რესურსები:

  1. საგაკვეთილო გეგმა "მეთოდების" განყოფილებაში წარმოდგენილი სქემის მიხედვით (იხ. სქემა და გამოქვეყნების ინსტრუქცია )
  2. გაკვეთილის მოზადებისას შეგროვებული/შექმნილი მასალები - პრეზენტაციები, სტატიები, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალები (იხ. გამოქვეყნების ინსტრუქცია )
  3. მასალები ჯგუფდება სათანადო გაკვეთილის დამოუკედებელ კოლექციაში (იხ. შექმნის ინსტრუქცია ) და კოლექციის ბმული ეგზავნება შემფასებელ კომისიას
ელექტრონულ ფოსტით (forum.dlf@gmail.com) გამოსაგზავნი მასალები:
  1. საგაკვეთილო გეგმა ცხრილის სახით .ods ან .xls გაფართოების ფაილში
  2. გამოქვეყნებული მასალების კოლექციის ბმული
  3. გაკვეთილის ჩატარების ამსახველი ფოტო და/ან ვიდეო მასალა

ვადები

  • სკოლების მიერ თავიანთი წარმომადგენლების წარდგენა - 25 მაისის ჩათვლით
  • საგაკვეთილო გეგმების წარდგენა - 1 ივნისის ჩათვლით
  • კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება - ივნისის პირველი ნახევარი
დეტალებისთვის დარეკეთ: 877 53-39-33, 877 15-20-05

კონფერენციასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მოგვმართეთ ყოველ დღე 17:00 - დან 18:00 საათამდე

გადმოწერეთ განაცხადის ფორმები:
მასწავლებლების განაცხადი - საგაკვეთილო გეგმის შაბლონი
- სკოლის წარმომადგენლის განაცხადი

ყველა განაცხადი ერთად