მასწავლებელთა საგნობრივი ქსელები
2008 წლის საზაფხულო ფორუმი
ორგანიზატორები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი“, სსიპ "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი".
ფორუმის მიზანს წარმოადგენს:
- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, შესაბამისი ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტებისა და მეთოდების გაცნობის გზით;
- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა;
- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;
- ახალი ტექნოლოგიური რესურსების გაცნობა;
- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ინსტრუმენტების გაცნობა.
მონაწილეები:
საქართველოს სკოლების მასწავლებლები
საგაკვეთილო გეგმების კონკურსი
პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სკოლამ უნდა წარადგინოს ერთი წარმომადგენელი შეფასების კომისიაში (იხ. განაცხადის ფორმა);
- განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
- გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
- წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
- მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს "საგაკვეთილო გეგმის" ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
- კონკურსისთვის წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გრან-პრი საუკეთესო გაკვეთილი (დაწყებითი სკოლა) | |
გრან-პრი საუკეთესო გაკვეთილი (საბაზო-საშუალო სკოლა) | |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა უცხოურ ენებში | ნოუთბუკი |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა ქართულ ენასა და ლიტერატურაში | ნოუთბუკი |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა მათემატიკაში | ნოუთბუკი |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა საბუნებისმეტყველო საგნებში | ნოუთბუკი |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა საზოგადეობრივ მეცნიერებებში | ნოუთბუკი |
საუკეთესო საგნობრივი ინიციატივა ესთეტიკურ, შრომით სფეროში და ფიზ. აღზრდაში | ნოუთბუკი |
გრან-პრი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო მაგალითი | ნოუთბუკი |
აქტიური სკოლა - ყველაზე მეტი წარმოდგენილი ხარისხიანი საგაკვეთილო გეგმა | ნოუთბუკი |
აქტიური მასწავლებელი - ყველაზე მეტი წარმოდგენილი ხარისხიანი საგაკვეთილო გეგმა | |
ყველა მონაწილეს |
შეფასების სისტემა
კომისია შედგება ორგანიზატორების მიერ წარმოდგენილი ექსპერტებისა (საერთო ქულების 50%) და კონკურსში მონაწილე სკოლის თითო წარმომადგენლისაგან (საერთო ქულების 50%)
კომისია აფასებს ნომინაციების შესაბამისად, წინასწარ შეთანხმებული ინდიკატორებით, რომლების შემუშავებაშიც მონაწილეობენ და კონსულტაციების საფუძველზე ამტკიცებენ ორგანიზატორები.
შეფასების კრიტერიუმები:
- ინტერდისციპლინარული;
- ICT ინტეგრირებული;
- მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში;
- შემოთავაზებული საგაკვეთილო სქემის პუნქტებთან წარმოდგენილი გეგმის შესაბამისობა;
- დაგეგმილი აქტივობებით დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა;
- სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენების ხარისხი;
- თითო ქულით ფასდება მასწავლებლების მიერ შექმნილი და საგანმანათლებლო პორტალზე (ge.lemill.net) განთავსებული თითოეული ელექტრონული სასწავლო რესურსი.
შეფასება:
- საგაკვეთილო გეგმები ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეგზავნებათ ექსპერტებს და სკოლის წარმომადგენლებს; საჭიროების შემთხვევაში გადაეცემათ კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი
- გაკვეთილის სხვა მასალები შეფასების კომისიის წევრებმა და სკოლის წარმომადგენლებმა უნდა ნახონ სასწავლო მასალების ინტერნეტ საცავზე; ამ მასალების კოლექციის ბმული ეგზავნებათ ელ-ფოსტით
- სპეციალური ვებ აპლიკაციის საშუალებით შემფასებლები უწერენ ქულებს, რომლებიც ჯამდება.
- სკოლის წარმომადგენლები საკუთარი სკოლის პედაგოგების მიერ წარმოდგენილი მასალების შეფასებაში არ მონაწილეობენ
ინტერნეტში ge.lemill.net -ზე გამოსაქვეყნებელი რესურსები:
- საგაკვეთილო გეგმა "მეთოდების" განყოფილებაში წარმოდგენილი სქემის მიხედვით (იხ. სქემა და გამოქვეყნების ინსტრუქცია )
- გაკვეთილის მოზადებისას შეგროვებული/შექმნილი მასალები - პრეზენტაციები, სტატიები, ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალები (იხ. გამოქვეყნების ინსტრუქცია )
- მასალები ჯგუფდება სათანადო გაკვეთილის დამოუკედებელ კოლექციაში (იხ. შექმნის ინსტრუქცია ) და კოლექციის ბმული ეგზავნება შემფასებელ კომისიას
- საგაკვეთილო გეგმა ცხრილის სახით .ods ან .xls გაფართოების ფაილში
- გამოქვეყნებული მასალების კოლექციის ბმული
- გაკვეთილის ჩატარების ამსახველი ფოტო და/ან ვიდეო მასალა
ვადები
- სკოლების მიერ თავიანთი წარმომადგენლების წარდგენა - 25 მაისის ჩათვლით
- საგაკვეთილო გეგმების წარდგენა - 1 ივნისის ჩათვლით
- კონფერენცია და გამარჯვებულთა დაჯილდოვება - ივნისის პირველი ნახევარი
კონფერენციასთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის მოგვმართეთ ყოველ დღე 17:00 - დან 18:00 საათამდე
გადმოწერეთ განაცხადის ფორმები:
მასწავლებლების განაცხადი - საგაკვეთილო გეგმის შაბლონი
- სკოლის წარმომადგენლის განაცხადი
ყველა განაცხადი ერთად
No comments:
Post a Comment