თბილისის 122-ე, 24-ე,51-ე, მე-10 და 77-ე სკოლები დღეს მასწავლებელთა 2008 წლის საზაფხულო კონფერენციას მასპინძლობდნენ. კონფერენციაში რაიონების მიხედვით დაახლოებით 200 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას.
თითოეული რაიონის კონფერენციას ფონდი "ირმის ნახტომის" წარმომადგენლები - პროგრამის მენეჯერი და საგანმანათლებლო ქსელების კოორდინატორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და წარმომადგენლ
პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ორგანიზატორებისთვის, ასევე მოულოდნელი შედეგის მომტანი აღმოჩნდა; იდეამ, რომელიც ფონდში გაჩნდა და მასწავლებლებზე ორიენტირებული იყო, დიდი ინტერესი გამოიწვია თვით კონფერენციის წინაპერიოდში - მოგეხსენებათ, ნავარაუდევი- 50-ის ნაცვლად, ამ კონკურსზე შემოვიდა 620 განაცხადი. ნაცვლად მღელვარე და სტრესული სიტუაციისა, კონფერენციაზე თანამშრომლობის, ჯანსაღი კონკურენციისა და ენთუზიაზმის ატმოსფერო იყო. მასწავლებლების მხრიდან ჩანდა მიღწეული შედეგებით კმაყოფილება, რაც კარგ ემოციურ ფონს ქმნიდა. პედაგოგთა დიდ ნაწილს კარგად ჰქონდა გააზრებული ისტ-ინტეგრაციის სასარგებლო მხარეები, განსაკუთრებით საგანთაშორისი ინტეგრაციის თვალსაზრისით და ასევე სასწავლო გეგმით

კომისიის წევრები - სკოლების წარმომადგენლები 77-ე სკოლაში
No comments:
Post a Comment