15-16 ივლისს გაიმართება მასწავლებელთა 2008 წლის კონფერენციის ქვემო ქართლის სესია. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოხდა განაცხადების რეგიონების მიხედვით სისტემატიზება და წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების კონკურსის დადგენილ პირობებთან ( დანართი 1) შესაბამისობის მიხედვით გადარჩევა. წარმოგიდგენთ საპრეზენტაციო ეტაპისთვის გადარჩეულ გაკვეთილის გეგმებს ქვემო ქართლის რეგიონში.
ეს გეგმები აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს (გაკვეთილი დაგეგმილია და ორგანიზებულია მინიმუმ ორი, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებლის მიერ, გამოქვეყნებულია საგანმანათლებლო პორტალ ge.lemill.net-ზე... (იხ. საკონკურსო პირობები - დანართი 1). კონკურსზე დაშვებული საგაკვეთილო გეგმების საფუძველზე გაიმართება ქვემო-ქართლის მასწავლებლების კონფერენცია, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საშუალება 10 წთ. განმავლობაში მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირება.
11 ივლისს გაიმართება საკონკურსო კომისიის ქვემო ქართლის ჯგუფის შეხვედრა, სადაც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვემო ქართლის სკოლებიდან საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილმა პირებმა (იხ. კომისიის წევრები). შეხვედრაზე მოხდება შეფასების ფორმის გაცნობა.
11 ივლისს გაიმართება საკონკურსო კომისიის ქვემო ქართლის ჯგუფის შეხვედრა, სადაც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ ქვემო ქართლის სკოლებიდან საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილმა პირებმა (იხ. კომისიის წევრები). შეხვედრაზე მოხდება შეფასების ფორმის გაცნობა.
დანართი 1. კონკურსის პირობები:
• განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
• გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
• წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
• მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
დანართი 2. შეფასების კრიტერიუმები:
• ინტერდისციპლინარულობის ხარისხი
• ICT ინტეგრირების ხარისხი
• მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში;
• დაგეგმილი აქტივობებით დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა;
• შემოთავაზებული საგაკვეთილო სქემის პუნქტებთან წარმოდგენილი გეგმის შესაბამისობა;
• სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენების ხარისხი;
• საგაკვეთილო გეგმის პრეზენტაცია შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, რაც განისაზღვრება შინაარსის თანმიმდევრულობითა და რეგლამენტის დაცვით
No comments:
Post a Comment