18-20 ივლისს გაიმართება მასწავლებელთა 2008 წლის კონფერენციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სესია. საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოხდა განაცხადების რეგიონების მიხედვით სისტემატიზება და წარმოდგენილი საგაკვეთილო გეგმების კონკურსის დადგენილ პირობებთან ( დანართი 1) შესაბამისობის მიხედვით გადარჩევა. წარმოგიდგენთ საპრეზენტაციო ეტაპისთვის გადარჩეულ გაკვეთილის გეგმებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
ეს გეგმები აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს (გაკვეთილი დაგეგმილია და ორგანიზებულია მინიმუმ ორი, სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებლის მიერ, გამოქვეყნებულია საგანმანათლებლო პორტალ ge.lemill.net-ზე... (იხ. საკონკურსო პირობები - დანართი 1). კონკურსზე დაშვებული საგაკვეთილო გეგმების საფუძველზე გაიმართება სამეგრელო-ზემო სვანეთის მასწავლებლების კონფერენცია, სადაც მონაწილეებს მიეცემათ საშუალება 10 წთ. განმავლობაში მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტირება.
20 ივლისს გაიმართება საკონკურსო კომისიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის შეხვედრა, სადაც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიიღონ სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებიდან საკონკურსო კომისიებში წარმოდგენილმა პირებმა (იხ. კომისიის წევრები). შეხვედრაზე მოხდება შეფასების ფორმის გაცნობა.
დანართი 1. კონკურსის პირობები:
• განიხილება გაკვეთილის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია მინიმუმ ორი სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალი დისციპლინების მასწავლებლის მიერ. გაკვეთილი უნდა უკავშირდებოდეს მინიმუმ ორი საგნობრივი ჯგუფის სასწავლო შედეგს;
• გაკვეთილის მასალებზე მუშაობისა თუ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაციული ტექნოლოგიები; გაკვეთილის სასწავლო შედეგებში გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ისტ (ICT) ინდიკატორები;
• წარმოდგენილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩატარებული/განხორციელებული 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში;
• მასალები წარმოდგენილი უნდა იყოს საგაკვეთილო გეგმის ნიმუშის ფორმით, ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია და იყოს განთავსებული საგანმანათლებლო პორტალზე ge.lemill.net
დანართი 2. შეფასების კრიტერიუმები:
• ინტერდისციპლინარულობის ხარისხი
• ICT ინტეგრირების ხარისხი
• მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი საგაკვეთილო პროცესში;
• დაგეგმილი აქტივობებით დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა;
• შემოთავაზებული საგაკვეთილო სქემის პუნქტებთან წარმოდგენილი გეგმის შესაბამისობა;
• სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომებისა და სტრატეგიების გამოყენების ხარისხი;
• საგაკვეთილო გეგმის პრეზენტაცია შეფასების ერთ-ერთი კომპონენტია, რაც განისაზღვრება შინაარსის თანმიმდევრულობითა და რეგლამენტის დაცვით გაკვეთილები
Tuesday, July 15, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment